ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად აქტიურ რეჟიმში ემზადება საქართველოს ეროვნული ნაკრები. კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, სამაგიეროდ, გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე დაუბრუნდა, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.
საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრებს, 22 ივნისს, ჰამბურგში, ჩეხეთის ნაკრებს და 26 ივნისს, პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება. ქალაქ ფელბერტში ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ლუკა ლოჩოშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა უპასუხეს.