დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ - ზელენსკი

15 ივნისი 2024, 19:27 238 ნახვა

დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან, ერთად და სამუდამოდ, – ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

„მე ვაცნობე პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგოსექტორის წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო ტერორის შესახებ. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას მიმართავს ენერგეტიკის აღსადგენად. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, მშვიდობის გლობალური სამიტის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ“, – წერს ზელენსკი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში