დღეს ევროპის რიგით მე-17 ჩემპიონატი იწყება. ევრო 2024-ის გახსნის მატჩი მიუნხენის არენაზე გაიმართება, სადაც ტურნირის მასპინძელი გერმანიის ნაკრები შოტლანდიას უმასპინძლებს.
შეხვედრის მთავარი არბირტი ფრანგი კლემენტ ტურპინი იქნება.
ევრო 2024-ის გახსნის ცერემონია თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება, ხოლო მატჩი კი 23:00 საათზეა ჩანიშნული.
პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.