ქობულეთში ქართულ ჭიდაობაში გია შაინიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართა. გია შაინიძე 2008 წლის აგვისტოს ომში, რუსულ აგრესიას ემსხვერპლა და გმირულად დაიღუპა.
ღია ტურნირში 2007-2009 წწ. დაბადებული 45-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციაა.