ქიმიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები სამთავრობოთაშორისი ჯგუფის წევრებმა სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

09 ივნისი 2024, 13:51 247 ნახვა

პროექტის, „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სამთავრობოთაშორისი ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა, ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის მოთხოვნის სრულფასოვანი შესრულებისთვის, ეროვნულ დონეზე საკანონმდებლო ბაზის შემუშავებისა და მისი აღსრულების საკითხები განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროექტს „ქიმიური უსაფრთხოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მასობრივი განადგურების იარაღის ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს (WMDT) მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრთან ერთად (REC Caucasus), 2022 წლიდან ახორციელებს.

3 წლიანი პროექტის მიზანი, რომლის ბიუჯეტიც 1 500 000 აშშ დოლარია, ქიმიური უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობა, ქიმიური ნივთიერებების მართვის სისტემების გაუმჯობესება და გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების განხორციელებაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში