უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები მოსკოვს ალბათ დეპეშით უპატაკებდნენ - შალვა პაპუაშვილი

08 ივნისი 2024, 19:45 251 ნახვა

უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ნაცადი იარაღი იყო, მაშინ მობილურები არ იყო და ალბათ, იმ დროის ელენე ხოშტარიები დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექციის დროს უნივერსიტეტთან გამართული აქციის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძეს ინფორმაციას აწვდის.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა.

„უნივერსიტეტში ლექტორის მიმართ ობსტრუქციის ორგანიზება ბოლშევიკური ტერორის ერთ-ერთი ნაცადი იარაღი იყო. მაშინ მობილურები არ იყო და იმ დროის ელენე ხოშტარიები, ალბათ, დეპეშით უპატაკებდნენ მოსკოვს ზუსტად იმავე ტექსტით.

 

არ დაგვავიწყდეს, რომ შარშან შემთხვევით ცნობილი გახდა, რომ „დროას“, ყალბი ენჯეო-სქემის გამოყენებით, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ (EED) ევროკავშირის ბიუჯეტიდან აფინანსებს, ისევე, როგორც „სირცხვილიას“ და ძალადობის სხვა პროპაგანდისტებს. როგორც ჩანს, ზოგს თავისუფლება წითელ ტერორში ერევა ან სულაც არ ერევა და ზუსტად იცის, რასაც აფინანსებს“, – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში