ლევან ხაბეიშვილს თინა ბოკუჩავა ჩაანაცვლებს

08 ივნისი 2024, 15:11 401 ნახვა

ენმ-ს პირველად ეყოლება პარტიის თავმჯდომარედ ქალი. თინა ბოკუჩავა ამ პოსტს ყრილობის ჩატარების შემდეგ ჩაიბარებს. მას დღევანდელ ბრიფინგზე სამომავლო გეგმებზე ვრცლად არ უსაუბრია.  

თქვა მხოლოდ ის, რომ  საჭიროა  ერთად ბრძოლა საერთო მიზნისთვის.   რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს,  ის  ენმ-ს თავმჯდომარეობიდან გადადგა.   

აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.   სურვილი აქვს პარტიაში პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ დარჩეს , რასაც  ყრილობას შესთავაზებს. 

ნინო ლორჩოშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში