"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს სხდომას ორშაბათს წარედგინება.
ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შემდგარი პროექტი საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანისა და სქესის შეცვლის პროცედურებს, ასევე ზღუდავს ე.წ. ლგბტ პროპაგანდას.
ოპოზიცია კანონპროექტის შინაარსში შესვლას არ აპირებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია, ახალი ინიციატივით კი ხელისუფლება საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ასრულებს.