ბათუმში , სპეცოპერაციის დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი შესაძლოა ხვალვე გაიმართოს. ბათუმში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს პროკურატურამ ბრალდება რამდენიმე საათის წინ წარუდგინა-უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები, მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით.