სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი

06 ივნისი 2024, 14:08 585 ნახვა

სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოში  „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმებს ასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც პირის მიმართ სამართალდამცავებს ე.წ. თვალთვალი სასამართლოს ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ.

მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ პირის შესახებ ცნობების შეგროვება, და მისი ვიზუალური კონტროლი სასამართლოს ნებართვის გარეშე ხდება, რაც  იწვევს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევას, მაშინ როცა სისხლის სამართლის კოდექსი ანალოგიურ ღონისძიებებისთვის  სასამართლოს განჩინებას სავალდებულოდ მიიჩნევს.

კონკრეტულად,  სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ  გასაჩივრებული ნორმებით,  სამართალდამცავებს ხელი მიუწვდებათ პირის პირადი ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რაც  კონკრეტული საქმისთვის არ იყოს მნიშვნელოვანი. ომბუდსმენის საკონსტიტუციო  სარჩელს  სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი