საკონსტიტუციო სარჩელი

05 ივნისი 2024, 14:50 455 ნახვა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“  ენერგეტიკულ პროექტებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების ნაწილში დაინტერესებული პირების ჩართულობას ითხოვს. 

ორგანიზაციის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს დაიწყო. მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმებით საზოგადოებას და, მათ შორის, მოსარჩელეს, ეზღუდება ენერგოპროექტის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტიანი მონაწილეობის უფლება იმ ეტაპზეც, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს პროექტის განხორციელებაზე უარის თქმის შესაძლებლობა. 

ამავდროულად, მოსარჩელე განმარტავს,  არსებული ნორმებით დადგენილია, რომ  კონფიდენციალურობის წესი ზღუდავს  გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საჯარო დაწესებულებაში არსებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლებას, აგრეთვე გარემოს მდგომარეობის შესახებ დროულად სრული ინფორმაციის მიღების უფლებას. სარჩელს  პირველი კოლეგია განიხილავს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი