შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა აპრილსა და მაისში სხვადასხვა ქვეყნის 42 მოქალაქის დააკავა და ქვეყნიდან გააძევა. ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
განცხადების მიხედვით გაძევებულ პირთა შორისაა ასევე საქართველოში შემოსული და ქვეყანაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი აზერბაიჯანის 8 არასრულწლოვანი მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.