საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება საპარტნიორო შეთანხმება და დაიდება საკონცესიო ხელშეკრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის პორტის პროექტის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკურ ზრდას.
მისივე თქმით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება.