ინციდენტი სკოლაში

29 მარტი 2017, 00:00 4180 ნახვა

ცემის ფაქტი სკოლაში. ბათუმის მეთხუთმეტე საჯარო სკოლაში ერთ ერთმა მშობელმა შვილის თანასკოლელს, მეორე კლასელ ბავშვს ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა. ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს. ბავშვის შესაძლო ცემის ფაქტის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველის აპარატმა. როგორც ციალა ქათამიძემ განაცხადა, ის სკოლის დირექტორს უკვე ესაუბრა. რაც შეეხება ფაქტს, აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან რეაგირება დროული იყო. საქმეზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 126 – მუხლით, რომელიც ძალადობას გულისხმობს. რაც შეეხება მესამე სექტორის შეფასებას, არჩილ ხახუტაიშვილი მომხდარს გმობს და ინტერესდება სკოლაში მოსწავლეთა უსაფრთხოების საკითხით. შეგახსენებთ, გუშინ 2 საათზე სკოლის ეზოში მშობელმა შვილის თანასკოლელი მეორე კლასის მოსწავლე სცემა.  ინცინდენტს მანდატურიც შეესწრო, დირექტორმა კი პოლიცია გამოიძახა. ამ დროისათვის დაკითხულია სკოლის დირექტორი და მშობელი. სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე მომხდარ ფაქტს ადასტურებს. რაც შეეხება აჭარის განათლების სამინისტროს, ფაქტს ადასტურებენ თუმცა აცხადებენ, რომ რადგანაც საქმეში მშობელია ერთი მხარე საქმის გამოძიება პოლიციის პრეროგატივაა და ამ ნაწილში განათლების სამინისტრო ვერ ჩაერევა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი