დღეს საფრანგეთის ლიგა 1-ის პლეი ოფის ფინალის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის ''მეცი'' საკუთარ მოედანზე ''სენტ ეტიენს'' უმასპინძლებს.
ამ წყვილის პირველი შეხვედრა გიორგის გუნდმა გასვლაზე მინიმალური სხვაობით 2-1 წააგო. აქედან გამომდინარე ''მეცის'' დღევანდელ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვება სჭირდება.
შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
მატჩის დასრულების შემდეგ კი გიორგი ეროვნულ გუნდს ავსტრიულ შეკრებაზე შეუერთდება.