NED-ის, EED-ის და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციის წევრები მმართველი გუნდის დეპუტატებს ურეკავენ და შეურაცხყოფას აყენებენ - „ქართული ოცნება“

02 ივნისი 2024, 10:13 355 ნახვა

აშშ-ის დემოკრატიის ფონდის (NED), ევროკავშირის დემოკრატიის ფონდის (EED) და სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ წევრები, სალომე ნიკოლაიშვილი და ზურაბ ბერძენიშვილი მმართველი გუნდის დეპუტატებს ტელეფონზე ურეკავენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ,- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში აცხადებენ.

პარტიის ინფორმაციით, ნიკოლაიშვილი და ბერძენიშვილი დეპუტატებს "მძიმე" სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ.

„სატელეფონო ზარები თითქმის ყველა დეპუტატთან განხორციელდა“, – აცხადებენ „ქართულ ოცნებაში.“

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი