ძვირფასო როთ, სხვადასხვაა კრიტიკა და უგულებელყოფა, მცდელობა გქონდათ, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი ტოლერანტობა მსოფლიოში სამაგალითოა - ლევან იზორია

01 ივნისი 2024, 17:05 414 ნახვა

გერმანიაში საქართველოს ელჩი, ლევან იზორია გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის განცხადებას ეხმაურება.

როგორც ელჩი აღნიშნავს, როთს ჰქონდა მცდელობა, მომავალი თაობისგან გაემიჯნა მართლმადიდებელი ეკლესია.

„ძვირფასო ბატონო როთ, კრიტიკა და უგულებელყოფა სხვადასხვაა. თქვენ გქონდათ მცდელობა, მომავალი თაობისგან გაგემიჯნათ მართლმადიდებელი ეკლესია. ჩვენი ტოლერანტობა სამაგალითოა მთელ მსოფლიოში. ისტორიულად, ის ეკლესიის წიაღში ჩაისახა და იარსებებს მუდამ“, – აღნიშნულია საელჩოს გვერდზე გამოქვეყნებულ, ლევან იზორიას განცხადებაში.

გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაცამბობს, რომ: „ყველა რელიგია და მორწმუნეები უნდა შეურიგდნენ კრიტიკას, ზოგიერთს ჯერ კიდევ აქვს ამის პრობლემები, ჩემს შემთხვევაში ეს არის საქართველოს მართლმადიდებლობა და ისევ და ისევ ისლამი“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი