მიხეილ სარჯველაძის შეფასება

01 ივნისი 2024, 14:18 318 ნახვა

უნდა ვთქვა, რომ დღეს, ორივე მხარეს როდესაც ვამბობთ, სამწუხაროდ, ოპოზიცია და უფრო საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოებაა, რომელიც აქტიურად ეწევა ძალადობრივი აქტივობების პროპაგანდას, ხდება ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის გავრცელება - ეს დაუშვებელია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, მათ შორის ‘ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისზე თავდასხმაზე.

მანამდე კი, ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საერთოდ, ძალადობრივი არცერთი ფორმა, მოვლენების რადიკალიზაცია მისაღები არ არის და ამას მკაცრად ემიჯნებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი