საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-3 მატჩი სტუმრად კვიპროსთან ჩაატარა და მეტოქე დამაჯერებელი ანგარიშით 0:2 დაამარცხა.
ახნას „დასაკი სტადიოზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე, ირინა ხაბურზანიამ გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა. თუმცა, 7 წუთში სტუმართა მდგომარეობა მოედანზე დამძიმდა.
გოლის ავტორმა, ხაბურზანიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა 63-ე წუთზე უპირატესობა ორამდე, თეონა ბაქრაძემ გაზარდა.
დარჩენილ დროში შეხვედრაში ანგარიში აღარ შეცვლილა და ირის ანტმანის გუნდმა ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ამრიგად C დივიზიონის პირველ ჯგუფს ბელარუსი 12 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. საქართველოსა და ლიეტუვას 4-4 ქულა აქვთ და მეორე მესამე ადგილს ინაწილებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ჩვენ გუნდს ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. ჯგუფში 0 ქულით კი ბოლო ადგილზე კვიპროსის ნაკრები იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 4 ივნისს თბილისში კვლავ კვირპოსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.