დღეს პოლიციელის დღე აღინიშნება, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით, სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. პოლიციელის დღესთან დაკავშირებით სპეციალური ღონისძიება იმართება დედაქალაქში.