ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

30 მაისი 2024, 14:53 306 ნახვა

‘’დაგროვებითი პენსიის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 77 ხმით  მიიღო. იცვლება მმართველობითი სისტემა, უქმდება საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები და მათ ნაცვლად იქმნება ‘’მმართველობითი საბჭო’’.

სწორედ ეს საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას, შეასრულებს საინვეტესტიციო და ადმინისტრაციულ  ფუნქციებს. კანონპროექტის თანახმად, საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოში არანაკლებ 9  წევრი იქნება, პროფესიონალ წევრებს შესარჩევი კომისია აირჩევს, საბოლოოდ კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს. 

მმართველობით სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს კითხვები ჰქონდათ ოპოზიციაში. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ახლა საპენსიო ფონდში  5 მილიარდია. ფონდში 2019 წლიდან დღემდე მილიონ ნახევარი მოქალაქე გაწევრიანდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში