ბათუმის დინამოს ახალი სპონსორი ჰყავს

29 მაისი 2024, 17:40 488 ნახვა

საფეხბურთო კლუბ "დინამო" ბათუმს ახალი სპონსორი ჰყავს. დეველოპერული კომპანია "Next"-ი საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მხარდამჭერი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის  მიმდინარე სეზონის დასრულებამდე იქნება.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დღეს, "დინამო" ბათუმის სპორტულმა დირექტორმა ასლან ბალაძემ და "Next"-ი კომერციულმა დირექტორმა გიორგი ჟღენტმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია "აჭარაბეთ" არენაზე გაიმართა.

 
ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში