ე.წ. ოფშორების კანონზე ვეტოს განხილვა

29 მაისი 2024, 14:50 319 ნახვა

ე.წ. ოფშორების კანონპროექტის შესახებ პრეზიდენტის ვეტოს განხილვა დასრულდა და მას რამდენიმე წუთში კენჭს უყრიან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზეა მორგებული და ე.წ „ოფშორების“ კანონი ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს, საუბრობენ საფრთხეებზე. მათი განმარტებით ქვეყანაში შავი ფულის გათეთრების რისკი ჩნდება.

მოტივირებული შენიშვნების ფარგლებში პრეზიდენტი პარლამენტს ოფშორებთან დაკავშირებული ნორმების ამოღებას სთავაზობს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, მნიშვნელოვანია არ შეილახოს საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო რეპუტაცია და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით კანონისთვის გვერდის ავლის რისკი არ შეიქმნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი