დღეს განვიხილავთ ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს, გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა შემადგენელი ნაწილით, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას - პაპუაშვილი

29 მაისი 2024, 12:24 337 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეგლამენტის შესაბამისად, ბოიკოტი ნიშნავს პლენარულ სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს მესამე მოსმენით განიხილება ცხრა პუნქტთან დაკავშირებული კანონპროექტები და გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა შემადგენელი ნაწილით, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას.

„რამდენიმე ფრაქცია, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობაც“ ბოიკოტშია. ჩვენ, სხვათაშორის, დღეს განვიხილავთ ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებს მესამე მოსმენით. ადრეც მივუთითე, როდესაც ბოიკოტზეა საუბარი, ბოიკოტი არ არის რაღაც უხასიათობის გამო ბოიკოტი, ვიღაც არ მომწონს დარბაზში და ამის გამო ბოიკოტი, ან მეზარება და ა.შ. ბოიკოტი ნიშნავს, რომ პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხს უცხადებ ბოიკოტს. ამას ამბობს ჩვენი რეგლამენტი.

 

გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი არსობით, ყველა შემადგენელი ნაწილით ბოიკოტს უცხადებს ცხრა პუნქტთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობას, შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს ევროინტეგრაციას. საერთო ჯამში, ესეც კარგი მაჩვენებელია, სად არიან და რა მხარეს არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე ბოიკოტთან დაკავშირებით რამდენიმე ფრაქციის განაცხადი შევიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი