ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

27 მაისი 2024, 14:34 244 ნახვა

4  საკითხი განიხილეს დღეს ხელვაჩაურის საკრებულოს  სხდომაზე. საკრებულომ  მხარი  დაუჭირა   სოფელ  წინსვლაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთიდან   ნაწილის, 4 ათას 500 კვადრატის    გამოყოფას. დეპუტატების  ინფორმაციით, ფართობი   წლებია   მოსახლეობის  სარგებლობაშია

საკრებულოს  გადაწყვეტილებით, წელს  მემთეური  ოჯახები საწვავს  მიიღებენ. ცვლილება შევიდა  პრივატიზაციის გეგმაშიც, 49  პროცენტით  შემცირდა   მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული იმ ავტობუსის  საპრივატიზაციო ფასი, რომელიც აუქციონზე  უკვე  გაიტანეს თუმცა არ გაიყიდა.

სხდომას არ ესწრებოდა   ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, პარტია  ‘’უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონის  მიღების  შემდეგ  ბოიკოტის  რეჟიმშია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში