ევროპის ჩემპიონატი კონტაქტურ კარატეში დიდებს შორის გრძელდება

25 მაისი 2024, 15:01 620 ნახვა

ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდებს შორის ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა დიმიტრი მსხალაძემ ტიტული დაიცვა და კონტინენტის პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო. მან ფინალში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა. 

ჩვენი გუნდის ანგარიშზე კიდევ ორი მედალია. დავით ბასილაიამ და ნიკა ნაგერვაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.  

დღეს ოქროს მედლებისთვის და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებისთვის ბრძოლები უფროს ასაკობრივ კატეგორიაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში