ხალხს სურს, დარწმუნებული იყოს, რომ ევროპისა და ნატო-სკენ გზას გააგრძელებენ - ჯიმ ო’ბრაიენი

25 მაისი 2024, 12:01 441 ნახვა

თუ გსურთ იყოთ ჩვენი საზოგადოების წევრი, მათ შორის, ისარგებლოთ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა აირჩიო ნებისმიერი სკოლა, სადაც გინდა შენი შვილი სწავლობდეს, მაშინ უნდა მოიქცე ისე, როგორც ამ საზოგადოების წევრს შეეფერება - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს ო ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

ო ბრაიენის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ გზას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცისკენ. ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო"ბრაიენის განცხადებით, იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ, არ გამოქვეყნდება.  ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება.

ეს [შეზღუდვები] ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც" - თქვა ჯეიმს ო ბრაიენმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი