ჯაბა კანკავას ნაცვლად ნაკრებში გაბრიელ სიგუა გამოიძახეს

24 მაისი 2024, 22:31 663 ნახვა

ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა. 

დღეს, ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ ევრო 2024-ზე გუნდს მხოლოდ საგულშემატკივროდ გაჰყვებოდა.

შესაბამისად, კანკავას ნაცვლად, ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში შვეიცარიული “ბაზელის” 18 წლის ფეხბურთელი გაბრიელ სიგუა გამოიძახა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში