ბათუმის “შავი ზღვის ბიჭები” საქართველოს ხელბურთის ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულია.
თბილისის ოლიმპიურ სპორტის სასახლეში ვაჟ ხელბურთელთა ეროვნული ჩემპიონატის მეორე ფინალურ შეხვედრაში “ქუთაისმა” ბათუმის “ბსბ” 29-28 დაამარცხა.
გამომდინარე იქედან, რომ ბათუმელებმა პირველი ფინალური მატჩი 25-17 გაიმარჯვეს ორი მატჩის ჯამში 53-46 ჩემპიონის ტიტული ბათუმელებს დარჩათ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ “ბსბ”-მ იმედო ფხაკაძის სახელობის საქართველოს თასი მოიგო და საერთო ჯამში სეზონი დუბლით დაასრულა.
ბათუმის “შავი ზღვის ბიჭებს” ისტორიაში საქართველოს ჩემპიონობა 7-ჯერ, ხოლო საქართველოს თასი 5-ჯერ აქვთ მოგებული.