"ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს.
როგორც სუბარი წერს, "გამჭვირვალობის კანონი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ხელისუფლების თავდაცვა თქვენი ადმინისტრაციის გაუაზრებელი თავდასხმებისგან".
სუბარი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მიმართავს, რომ “ლგბტ პროპაგანდის ავანგარდში მყოფი უმაღლესი თანამდებობის პირისგან არაფერი მოულოდნელი აღარ არის“ და როგორც აღნიშნავს, “ჩვენს ქვეყანაში კაცი კაცია, ქალი - ქალი, დედას დედა ჰქვია, ხოლო მამას - მამა და ამას ვერანაირი პროპაგანდა ვერ შეცვლის“.