ახალი საბავშვო ბაღი

28 მარტი 2017, 00:00 3239 ნახვა

მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ ქედლების საბავშვო ბაღი  გახსნა. თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი საგანმანათლებლო  დაწესებულება  50 აღსაზრდელზეა გათვლილი.  შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.  ამ ეტაპზე საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში