ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა

21 მაისი 2024, 19:26 756 ნახვა

ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი ზედიზედ მესამედ მსოფლიოს ჩემპიონია.

აბუ დაბიში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ტატომ რუსი ტიმურ არბუზოვი დაამარცხა და მესამედ მოიპოვა ოქროს მედალი.

ტატო გრიგალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი სამჯერ გახდა.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი აქვს, რომლებიც გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში