,,უვიზო მიმოსვლა საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვებს ევროპასთან” - ეს განცხადება ლატვიის პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. რაიმონდს ვეიონისის თქმით, მისი ვიტიზი საქართველოში სიმბოლურია, რადგან ის დაემთხვა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებას. ლატვიის პრეზიდენტმა აქცენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ ლატვია აფასებს ღია კონსტრუქციულ დიალოგს მაღალ დონეზე, ოფიციალურ პირებს შორის. ვეიონისმა აღნიშნა, რომ ლატვია ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დღესვე მხარეებს შორის რამდენიმე მემორანდუმი გაფორმდა.