„პოლიტიკო“ - აშშ-მა, შესაძლოა, ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს

20 მაისი 2024, 14:14 462 ნახვა

დემოკრატიის დასაცავად აშშ-მა შესაძლოა ქართველ პოლიტიკოსებს სანქციები დაუწესოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს. „პოლიტიკოს“ ცნობით, კანონპროექტი აშშ-ის ხელისუფლებას მისცემს მანდატს, სანქციები დააწესოს „მთავრობის ოფიციალური პირებისა და სხვების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა ან უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრასა და დაზიანებაში“.

აშშ-ში მოგზაურობა შეეზღუდებათ იმ პოლიტიკოსებს და მათი ოჯახის წევრებს, ვინც პასუხისმგებელია „რუსული სტილის კანონის მიღებაზე“. გამოცემის ცნობით, სანქციები ასევე შეეხება ქართველ სამართალდამცავებს და უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მონაწილეობდნენ. „პოლიტიკო“-ს ინფორმაციით, პროექტში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება“ სულ უფრო ხშირად ატარებს რუსეთთან ე.წ. შეგუების პოლიტიკას, რაც „არალიბერალური პოლიტიკისკენ შებრუნების ნაწილია“.

კანონპროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „თბილისი ღიად ესხმის თავს აშშ-ისა და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში