აქციებზე დაკავებულების სასამართლო პროცესი

20 მაისი 2024, 14:01 440 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა დროს აქციებზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ედავებიან, ეს არის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევა.

სასამართლოს წინაშე ჯამში 55 მოქალაქე უნდა წარდგეს. დაკავებულების თქმით, ევროპის მოედანზე მარშის დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან.

აქციის მონაწილეების დაკავებას ოპოზიციაში მოქალაქეების  დაშინების მცდელობად აფასებენ და მიაჩნიათ, რომ ეს არასწორია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი