საერთაშორისო გამოხმაურება

19 მაისი 2024, 10:19 302 ნახვა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა. შარლ მიშელის განცხადებით სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალობის შესახებ კანონზე შემდგომი დაფიქრებისა და მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნავს, რომ დღევანდელი ფორმით კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და გზას არ შეესაბამება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და უზრუნველყონ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გამოეხმაურა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერიც. „მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს „უცხოელი აგენტების“ კანონზე ვეტოს დადების გზით - წერს ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში.

აქვე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ პრეზიდენტის ვეტო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში