პრეზიდენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო დაადო

18 მაისი 2024, 18:04 448 ნახვა

დღეს დავადე ვეტო "რუსულ კანონს". ეს კანონი არის თავისი არსით, თავის სულისკვეთებით "რუსული კანონი" - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა ათონელის რეზიდენციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვეტო დღესვე გადაეცემა პარლამენტს.

"დღეს დავადე ვეტო "რუსულ კანონს". ეს კანონი არის თავისი არსით, თავის სულისკვეთებით "რუსული კანონი", რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე. ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს.

 

ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივი ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართელოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით, 14 მაისს, 84 ხმით მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი