ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალ კვირას გამოქვეყნდება

15 მაისი 2024, 11:01 351 ნახვა

''უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ'' ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები და პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება. რუსოპულოსი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა სადავო კანონი ზედმეტად სწრაფად მიიღო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოითხოვს კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმების და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას და საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში