ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი

14 მაისი 2024, 12:00 379 ნახვა

საქართველოშია და ამ წუთებში ირაკლი კობახიძეს ხვდება ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. ამერიკელ მაღალჩინოსანს პრემიერ-მინისტრთან შესვლამდე  კომენტარი არ გაუკეთებია.   

შემაჯამებელ განცხადებას ჯეიმს ობრაიენი დღის ბოლოს გააკეთებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, დაგეგმილია შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან.

განხილვის თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები იქნება. ოპოზიცია მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატისგან კონკრეტულ გზავნილებს ელოდება და ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა კანონპროექტის უკან გაწვევა უნდა იყოს.

თავად ჯეიმს ო’ბრაიენმა საკუთარი პოზიცია თბილისში ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე, სოციალური ქსელში დააფიქსირა და განაცხადა, რომ შტატები გმობს "იმ ადამიანებზე ძალადობასა და დაშინებას, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებულ, საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს“. ჯეიმს ობრაიენთან შინაარსობრივი დისკუსიისთვის ემზადება სახელისუფლებო გუნდი.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში