საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში, ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი - თინა ბოკუჩავა

13 მაისი 2024, 14:12 400 ნახვა

საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა, ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ფინეთის პარლამენტის წევრს შეხვდნენ.

„საქართველოს ევროპელ მეგობრებს აქვთ ძალიან კონკრეტული გზავნილი, იგივე გზავნილი, რაც გვესმის თბილისის ქუჩებში უკვე რამდენიმე კვირაა. ისინი მოუწოდებენ ივანიშვილს, გაიწვიოს რუსული კანონი, რომელიც უხერგავს გზას ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ. ისინი ღიად ამბობენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველომ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე და გამოდის, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც უდიდესი მონაპოვარია, ქართველი ხალხის დამსახურება, გამოუყენებელი დარჩება, რადგან ჩვენ ამ სტატუსს ვერ გამოვიყენებთ მოლაპარაკებების დასაწყებად“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი