ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს - მიხაელ როთი

13 მაისი 2024, 14:02 430 ნახვა

ჩვენ ვართ საქართველოს, ქართველი ხალხის მეგობრები, საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა, ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. 

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო ევროპული დელეგაციის ნაწილი ევროპარლამენტიდან ჩემი კოლეგების შემადგენლობით, რათა გავაგზავნოთ მკაფიო გზავნილი. ჩვენ ვართ საქართველოს მეგობრები, ჩვენ ვართ ქართველი ხალხის მეგობრები. უკიდურესად მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპის გულში და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ბევრს ევროკავშირისკენ საქართველოს გზაზე. თუმცა, გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართვლოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს. ჩემი მადლიერება მიმართულია იმ ხალხისადმი, რომელიც ქუჩაში მშვიდობიან დემონსტრაციას მართავს. თბილისი არის ევროპის ნამდვილი დედაქალაქი ამ გამოწვევებით სავსე პერიდოში. მაქვს დიდი იმედი, რომ ჩვენ გვექნება მთავრობის, პარლამენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან საუბრის შანსი“, – განაცხადა მიხაელ როთმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი