ხაზი მინდა გავუსვა, რომ ერთ ფაქტს ვერ მომიყვანს, ვერც ქალბატონი პრეზიდენტი და ვერც ერთი მოქალაქე, რომ ჩვენ პირველებმა რაიმე დავიწყეთ - მომიტინგეების გაწევა ან მათი შეზღუდვა, - ამის შესახებ, ვახტანგ გომელაურმა შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, გუშინ, აქციის მსვლელობა სამი წერტილიდან დაიწყო და პოლიცია იყო ჩართული, რომ მშვიდობიანად მისულიყვნენ დანიშნულ ადგილას.
„არასდროს პოლიცია არ იწყებს ადამიანებთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას. მოვუწოდებთ ხოლმე და ხვალაც ასე გავაკეთებთ, ჩვენ არანაირი აგრესიის გამოხატვა არ გვინდა და არც გამოვხატავთ. თუ მომიტინგეებისგან წამოვა აგრესია, ჩვენ კანონის ფარგლებში, შესაბამისად, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ“, - განაცხადა გომელაურმა.