ქართველი და აფხაზი მწერლების რომანები ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა

11 მაისი 2024, 17:18 506 ნახვა

ქართველი და აფხაზი მწერლების რომანები ნიდერლანდურ ენაზე ითარგმნა.საზოგადოების წინაშე  წიგნის წარდგინება ნიდერლანდების სამეფოში, საქართველოს საელჩოში მოხდა. ქართველი გურამ ოდიშარიასა და აფხაზი დაურ ნაჭყებიას ნაწარმოებები არჩილ ჯავახაძემ თარგმნა. 

პრეზენტაციას ნიდერლანდების სამეფოსა და საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტების გარდა, ჰოლანდიელი  წიგნის მოყვარულებიც დაესწრნენ.   

უკვე ცნობილია ისიც, რომ  გურამ ოდიშარიას მოთხრობების მიხედვით შექმნილ პიესაზე ნიდერლანდების სამეფოში არსებულ ქართულ სამოყვარულო თეატრში „ათინათი“ სპექტაკლს ლიეტუვაში მოღვაწე ქართველი რეჟისორი ბადრი წერედიანი დადგამს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი