საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, აღმოსავლეთ საქართველოში შეხვედრები განაახლა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა, დღეს, რუსთავში გაიმართა.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, მოსახლეობას კონსტიტუციური კანონპროექტები გააცნო.
მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვილებებზე, ასევე, ესაუბრნენ კომისიის წევრები – დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ირაკლი შატაკიშვილი. მათ მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს დეტალურად უპასუხეს.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი და რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, დღესვე, მოსახლეობასთან შეხვედრას თელავში გამართავს.