ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი.
ჯეიკ სალივანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან – დაუჭირონ მხარი ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ სწრაფვას, თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოეთის აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს.