პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდა 

11 მაისი 2024, 11:18 1026 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება განიხილეს.

საუბარი შეეხო ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებსა და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს. პრემიერმა ხაზი გაუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებისთვის. პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ბიზნესის სხვადასხვა სფეროს 80-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ არ დარჩა შჭთაბეჭდილება კანონის გაწვევის. მისი თქმით ცვლილებების რესურსი არსებობს, მისი განცხადებით რაც არ უნდა შეცვალონ, პრობლემა ის არის, რომ კანონი რუსულთან ასოცირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში