გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის სამი ფაქტი გამოავლინეს

07 მაისი 2024, 12:24 310 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, ორ შემთხვევაში, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ელექტროშოკური მოწყობილობით ახდენდნენ. ერთი მოქალაქე კი, თევზჭერისას ასევე აკრძალულ საშუალებას - ფეთქებად ნივთიერებას იყენებდა.

„სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის, ჯამში, 5 კილოგრამზე მეტი თევზი.

ვინაიდან სამივე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში