ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ისრაელში „ალ-ჯაზირას“ ოპერირება აკრძალა.
ისრაელის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში „ალ-ჯაზირას“ დახურვის ზუსტი თარიღი მითითებული არაა.
ისრაელის კანონმდებლობა მთავრობას აძლევს საშუალებას, აუკრძალოს საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებს ისრაელში ოპერირება, იმ შემთხვევაში, თუ ისინი საფრთხეს უქმნიან ისრაელის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ადგილობრივი მედიის თანახმად, „ალ-ჯაზირა“ ისრაელის ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის მიმართ საკმაოდ კრიტიკულია.