ახალშენის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პროექტის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. შენობას, რომელიც გასულ საუკუნეში აშენდა და 50 წელზე მეტს ითვლის, კაპიტალური რემონტი პირველად უტარდება. მას შემდეგ რაც სცენა მოეწყობა და გარემონტებული შენობა ახალი ინვენტარით აღიჭურვება, კულტურის სახლში არსებული ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები უკან დაბრუნდებიან. დასასრულს უახლოვდება გამგეობასთან მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაციაც, რომლის რემონტიც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო.