აქციებზე დაკავებულთა და დაშავებულთა შესახებ სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს. ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს 3 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი.
ასევე, სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები.
მათივე ინფორმაციით, ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.